საერთო ჯამში მობილიზებული იყო 22 000-მდე ვაკანსია, აქედან 7000-ზე მეტი შევსებულია – ჯანდაცვის სამინისტრო

საერთო ჯამში მობილიზებული იყო 22 000-მდე ვაკანსია, აქედან 7000-ზე მეტი შევსებულია – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, პრემიერის ინიციატივით ამოქმედებული სოციალური დასაქმების პროგრამაში ამ ეტაპზე 7000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეივსო.

როგორც ბარკალაია აცხადებს, საერთო ჯამში მოძიებულია 22 000-მდე სამუშაო ადგილი. მისი თქმით, ეს ადამიანები მუნიციპალიტეტში ისეთ ვაკანსიებზე დასაქმდნენ, რომელზეც პროგრამის ამოქმედებამდე დაბალი მოთხოვნა იყო და მუნიციპალიტეტები შესაბამისი კადრების მოძიებას ვერ ახერხებდნენ.

“საერთო ჯამში მობილიზებული იყო 22 000-მდე ვაკანსია, აქედან 7000-ზე მეტი შევსებულია. პარალელურად, ვაკანსიების მობილიზება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გრძელდება. მუნიციპალიტეტებში, ისევე როგორც სახელმწიფო სსიპ-ებში არის ისეთი ვაკანსიები, რომლებიც რთულად შევსებადი ვაკანსიებია.

ეს არის დაბალკვალიფიციური, დაბალანაზღაურებადი, რომლის მოძიებაც რეალურად უჭირდათ მუნიციპალიტეტებს. სწორედ ასეთი ტიპის ვაკანსიებზე არის საუბარი და არა ხელოვნურად შექმნილ ვაკანსიებსა და ასეთი ტიპის საქმიანობაზე, რომელიც ვერ ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის მიერ, იმიტომ რომ ისინი შესაბამის მუშა-ხელს ვერ პოულობდნენ. დღეს უკვე მათ ეს შესაძლებლობა ეძლევათ”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

მსგავსი სიახლეები

მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ

მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ

მეწარმეებს პოლიტიკური აქტივობა შეეზღუდა და საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

4 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7234 ლარი გახდა.…
6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის პროგნოზები?

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის…

Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და…